Thursday, 1 December 2011

მართლმადიდებლური სამყარო და მასონობა

ვ. ფ. ივანოვი

1. რა არის მასონობა?

"თავისუფალ ქვისმთლელთა ორდენი, - ამბობს მასონობის სპეციალისტი ტარა სოკოლოვსკაია, - არის მსოფლიო საიდუმლო საზოგადოება, რომლის მიზანია კაცობრიობის წინამძღოლობა მიწიერი ედემისკენ, სიყვარულისა და ჭეშმარიტების სასუფეველისკენ, ასტრეის სამეფოსკენ”.

უფრო დეტალურ პასუხს ამ შეკითხვაზე იძლევა “საფრანგეთის დიდი ლოჟის” კონსტიტუცია: “მასონობა არის მსოფლიო კავშირი, რომელიც ეფუძნება სოლიდარობას. მასონობის მიზანია – კაცობრიობის ზნეობრივი სრულყოფა. მისი დევიზია – თავისუფლება, ძმობა და თანასწორობა. მასონობის თვალში ყველა მისი მიმდევარი თანასწორუფლებიანია, მიუხედავად მისი ეროვნული, რასული და რელიგიური კუთვნილებისა, ასევე შეძლებისა, წოდებისა და მდგომარეობისა.

მასონობა ამკვიდრებს საყოველთაო მორალის პრინციპს, რომელიც თანაბრად მისაღებია ყველა ხალხისთვის, ნებისმიერ პირობებში. მისთვის ჭეშმარიტების ძიება უსაზღვროა. ამიტომაც არის ის წინააღმდეგი რაღაც დადგენილი დოგმატებისა ან რომელიმე სარწმუნოების მოთხოვნილებებისა. ყოველი მასონი თავისუფალია და ხელმძღვანელობს მხოლოდ თავისი სინდისის კარნახით. მასონები ყველაზე შემწყნარებელნი და ტოლერანტულნი არიან ასევე როგორც ფილოსოფიურ და რელიგიურ, ასევე პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში”.


2. მასონური ორდენის საყოველთაოობა

მასონები, გავრცელებულნი არიან რა მთელ მსოფლიოში, შეადგენენ ერთიან ფრანკმასონურ ლოჟას. “მასონობის ძირითადი მახასიათებელი ნიშანია ინტერნაციონალურობა. მასონობა ერთიანია, და ყოველი რიტუალი ან ეროვნება, რომელიც ამ პრინციპს გადაუხვევს, ცდება და გადადის მასონური გზიდან. ჩვენ არ გვესმის ნამდვილი მასონობა, რომელიც შეიძლებოდა წოდებულიყო ინგლისურ, შოტლანდიურ, ფრანგულ, ამერიკულ და ა. შ. მასონობად. არსებობს კი ინგლისური მათემატიკა, ან შოტლანდიური ფიზიკა ან ფრანგული ქიმია და ა. შ. ? არა, არსებობს მხოლოდ მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ასევეა აქაც, - არსებობს მხოლოდ მასონობა. მასონობაში არსებული რიტუალური, ცერემონიალური და ფორმობრივი თავისებურებანი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოვახდინოთ მაოსნობის ნაციონალიზაცია, ინტერნაციონალიზმზე მისი პრეტენზიების საპირისპიროდ” (ძმა რაგონი).

მასონობა არის ერი, ზოგიერთი სარიტუალო განსხვავებისდა მიუხედავად.

ლოჟა – არის მსოფლიო.

მასონური რიტუალები და სიმბოლოები ებრაული წარმომავლობისაა. მასონთა ლეგენდები, განსაკუთრებით ლეგენდა ადონირამზე (ხირამზე – მთარგმნ.), ასევე ებრაული წარმომავლობისაა.

აღწერს რა თავის ნაშრომში მასონთა ღვაწლს 1789 წლის რევოლუციაში თვითონ მასონი, ლუი ბლანი ამბობს: “ყველგან, საყდრის ზემოთ, სადაც კი თავმჯდომარეობს ლოჟის მეთაური, ან სკამის ოსტატი, გამოსახული იყო მბრწყინავი დელტა, რომლის შუაში ებრაული ასოებით წარწერილი იყო იეჰოვას სახელი” (Александр Селянинов. Тайная сила масонства, стр. 73).

ამასვე ადასტურებს ანტიმასონი მწერალი ა. დ. ფილოსოფოვი: “პირველად, - ამბობს ის, - რაც ყოველ ადამიანს აოგნებს, რომელიც კი მასონურ ლოჟაში შედის, არის იეჰოვას სახელი, რომელიც გარემოცულია სხივებით და რომლის სახელი დაწერილია საყდრის (ტახტის) ან სამსხვერპლოს ზემოთ, რომელთან მიახლებას ვერავინ გაბედავს თუ არ გაივლის ორ საფერხურს, რომელიც ეგზოთერულ (გარეგნულ) და ეზოთერულ (შინაგან) მასონობაზე მიანიშნებს. ცნობილია, რომ შოტლანდიური რიტუალის ფრანკმასონობა პირდაპირ აღიარებს საკუთარ თავს იეჰოვას მსახურად, ოღონდ არა როგორც ქრისტიანთა ღმრთისა, არამედ როგორც ებრაელთა, რომელიც ათავისუფლებს მათ ყოველი ახალი ვალდებულებებისგან, რომელსაც ადამიანს ადებს ქრისტიანული სწავლება” (А. Д. Философов. Разоблачение великой тайны франк-масонства).


3. მასონობის რიტუალები, სიმბოლოები და ემბლემები

რიტუალებსა და სიმბოლოებს არსებითი მნიშვნელობა გააჩნია მასონური ორგანიზაციის არისა და მისი მიზნების გასარკვევად. ტარა სოკოლოვსკაია ამბობს, რომ “რიტუალებსა და სიმბოლოებსი იხსნება მასონური ორგანიზაციის მთელი არის: საიდუმლო, თითოეული წევრის განუყოფელი კავშირი მთელ მასონურ საზოგადოებასთან, მოღალატეთა დასჯა, საზოგადოების ცალკეული ძმისა და მთელი საზოგადოების დაცვა, მასონური იდეების ფართო პროპაგანდა და მასონური იდეალებისთვის ბრძოლა”.

თითოეულ სიმბოლოს გააჩნია თავისი ახსნა და განმარტება. ასე მაგალითად, სახაზავი და შვეული არის წოდებათა თანასწორობის სიმბოლო. ცირკულარი, საზოგადოებრიობის სიმბოლოა, კუთხურა კი, ზოგიერთი განმარტების მიხედვით, სინდისს აღნიშნავს. ველური ქვა – ეს არის უხეში ზნეობა, ქაოსი. კუბიკური ქვა – “დამუშავებული” ზნეობა. ჩაქუჩი ველური ქვის დასამუშავებელი იარაღია. წარმოადგენს რა ოსტატის საკუთრებას, ჩაქუჩი ასევე ძალაუფლების სიმბოლოსაც წარმოადგენს. ჩაქუჩი – მდუმარების, მორჩილების და სინდისის სიმბოლოცაა, სხვა განმარტებით კი ის სარწმუნოებასაც აღნიშნვას. ნიჩაბი – ადამიანის უძლურებების გათვალისწინება და საკუთარი თავისადმი მომთხოვნელობაა. აკაციის რტო – უკვდავება; კუბო, თავის ქალა და ძვლები – სიკვდილის სიძულვილისა და ჭეშმარიტების გაქრობის გამო სევდის სიმბოლოა.

ჩაქუჩი, კუთხურა და ცირკული უმნიშვნელოვანეს სიმბოლოებად მიიჩნევა.

მასონთა ტანისამოსი გამოხატავს სათნოებებს. მრგვალი ქუდი – ნებელობის სიმბოლოა. შიშველი მახვილი – დამსჯელი კანონისა, იდეისთვის ბრძოლისა, უბიწოების დაცვისა და ბოროტმოქმედთა დასჯისა. ხანჯალი ნიშნავს “სიკვდილი მიჯობს დამარცხებას”, ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის სიმბოლო. ხმალს ატარებდნენ შავ ლენტზე, რომელზეც ვერცხლისფრად წარწერილი იყო დევიზი: “ან გაიმარჯვე ან მოკვდი”.

მსოფლიო მასონობის ემბლემაა – ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

მასონობის ბეჭედი, რომელიც, ამ მიმართულების უღრმესი მკვლევარის ს. ა. ნილუსის განმარტებით, მომავალი ანტიქრისტეს ბეჭედიც იქნება ამავე დროს, არის შემდეგი გეომეტრიული ფიგურა:

წრე. ორი ერთმანეთის გადამკვეთი თანაბარგვედიანი სამკუთხედები, რომლებიც მოთავსებულნი არიან ამ წრეში და რომელთაგან ერთი წვერით მიმართულია ზემოთ, მეორე კი ქვემოთ.

ეს არის მასონობის დიდი ბეჭედი.

უფრო უბრალო და ასე ვთქვათ, საშუალო ბეჭედი არის ექვსქიმიანი ვარსკვლავი, ანუ იგივე დიდი ბეჭედი, ოღონდ წრის გარეშე (მაგ. როგორც ისრაელის დროშაზეა გამოსახული – მთარგმნ.).

მასონობის მცირე ბეჭედს წარმოადგენს თანაბარგვერდიანი და გადმოყირავებული სამკუთხედი, რომელიც აღნიშნავს ეშმაკს, ღმრთის მოწინააღმდეგეს.


4. ფიცი და საიდუმლოს შენახვის კანონი

თავისუფალ ქვისმთლელთა ორდენი ღრმად კონსპირირებული ორგანიზაციაა. მასონური საიდუმლო საძმოს ერთ ერთი ძირითადი კანონია. მასონობაში მიღების დროს წევრობის კანდიდატი დებს ფიცს მტკიცედ დაიცვას თავისი ორდენის საიდუმლო და მისდამი ერთგულება. ორდენში გასაწევრიანებელი ფიცის ტექსტი ასეთია: “ვფიცავ, მთელი სამყაროს უზენაესი მშენებლის სახელს, რომ ორდენის ბრძანების გარეშე არასოდეს და არავის გავუმხელ ფრანკმასონობის ნიშნების, შეხებების, სიტყვების, დოქტრინებისა და ჩვეულებების საიდუმლოს. ვფიცავ, რომ ამ საიდუმლოს შევინახავ მარადის, პირობას ვდებ და ვფიცავ არასოდეს ვუღალატებ მას, არც კალმით, არც სიტყვით, არც ნიშნით, არც სხეულის მოძრაობით, ასევე არავის გადავცემ მას თხრობით, ან წერილით, ან დასაბეჭდად და სხვა რომელიმე გამოსახულების სახით და არასოდეს გავამხელ იმას, რაც უკვე ცნობილია ჩემთვის და რაც შეიძლება მომენდოს მომავალში.

თუ მე არ დავიცავ ამ ფიცს, დე დავისაჯო შემდეგი სასჯელით: დამიწვან და დამიფერფლონ პირი გახურებული შანთით, მომაჭრან ხელი, ამომგლიჯონ ენა, ან გამომჭრან ყელი; ყოველი ახალი ძმის მიღებისას დე, ჩემი გვამი დაჰკიდონ ლოჟის შუაში, როგორც წყევლისა და საშინელების სიმბოლო, შემდეგ კი დამწვან, ფერფლი კი ქარს გაატანონ, რათა მოღალატის კვალი და მოგონებაც კი არ დარჩეს დედამიწაზე”.

ეს საშინელი ფიცი ავალდებულებს ყოველ მასონს, რომ არავის მასონთაგან უფლება არა აქვს გაუნდობელთ გაანდოს რომელიმე ძმის მასონობისადმი კუთვნილება.

“მასონობა ყველგან უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ არსად უნდა იყოს აშკარა” (Конвент Великого Востока. 1922 г., журнал «Луч света», кн. 6.).

მასონურ ორდენში შესვლისას, მასონი სრულიად და განუყოფლად ორდენის საკუთრებას წარმოადგენს. მასონი უნდა იყოს მოქალაქე, მაგრამ უპირველესად ყოვლისა ის მასონი უნდა იყოს.

საიდუმლოს დაცვის, მკაცრი დისციპლინისა და უსიტყვო მორჩილების მეშვეობით, მასონები, მათივე აღიარებით, აწარმოებენ უდიდეს ბრძოლებს და იმარჯვებენ კიდეც.


5. პროპაგანდა - მასონის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა

ყოველი მასონური ლოჟა და მასონური ორგანიზაცია პროპაგანდის ცენტრს წარმოადგენს. ორდენის სწავლების პროპაგანდას ეწევიან არა მარტო მასონური ლოჟები, არამედ სხვა ორგანიზაციებიც, რომლებიც აგებულნი არიან მასონური პრინციპებით და მჭიდრო და უწყვეტი კავშირი გააჩნიათ მასონობასთან, როგორიცაა მაგალითად: “ახალგაზრდა ქრისტიანთა კავშირი”, “როზენკრეიცერები”, “თეოსოფები”, “ანტროპოსოფები”, “ოკულტისტები” და რელიგიური სექტები: “ადვენტისტები”, “მეთოდისტები”, “ორმოცდაათიანელები” (ამ სექტებს თავისუფლად შეგვიძლია მივამატოთ ისეთი იუდეო-ქრისტიანული სექტა, როგორიცაა “იეღოვას მოწმეები” – მთარგმნ.) და ა. შ.

მასონები ერწყმიან ყოველდღიურ ცხოვრებას. ისინი აღწევენ სახალხო უნივერსიტეტებსი, საერო საქველმოქმედო ორგანიზაციებში, სკოლისშემდგომ დაწესებულებებში და ა. შ.

“სპორტული საზოგადოებები, ბოისკაუტთა კავშირები, გასართობი და მუსიკალური წრეები, ყველა ეს ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდობას მოუწოდებს ფიზიკური და გონებრივი განვითარებისკენ, ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს მასონური პროპაგანდისთვის. ყოველივე ამას უნდა დავუმატოთ ათასგვარი პოპულარული კურსები უფროსთათვის, რომელთა წევრიანობა საკმაოდ დიდია, ასევე ბიბლიოთეკები და სხვა” (Конвент Великого Востока, 1923 г., журнал «Луч света», кн. 6).

მასონები ქმნიან ადამიანთა უფლებების დაცვის ლიგას, განათლების ლიგას, მშვიდობის ლიგას, სხვადსხვა თავისუფლადმოაზროვნეთა ლიგას, რომელთა მეშვეობითაც წარმოებს საერო (არა რელიგიური) და სოციალ-დემოკრატიული იდეების პროპაგანდა. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ანტირელიგიურ პროპაგანდას.

“ეცადეთ, - ასწავლის თავის ძმებს იტალიელი მასონი პიკოლო, - შეიყვანოთ თქვენები სხვადასხვა რელიგიურ საძმოებსი და სხვა საზოგადოებებში, შექმენით ისინი სხვადასხვა უბრალო და უმნიშვნელო, მაგრამ არამც და არამც პოლიტიკური ან რელიგიური მიზეზებით; შექმენით თვითონ, ან უმჯობესია, აიძულოთ სხვები შექმნან კავშირები, რომელთა მიზანი იქნება ვაჭრობა, მრეწველობა, მუსიკა, ხელოვნება და ა. შ. შეკრიბეთ თქვენი ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი სამწყსო რომელიმე ადგილას, თუნდაც სალოცავებში. ჩაუყენეთ მათ სათავეში სათნო და კეთილი, კარგად ატესტირებული, მაგრამ მიმდობი მღვდელი, რომლის მოტყუება ადვილი იქნება”.

წარმოადგენს რა ვრცელი პროპაგანდის გამწევ ორგანიზაციას, მასონობა აუჩქარებელი შთაგონების გზით მოქმედებს, რითაც მასონური სწავლების მისაღებად და გასავრცელებლად ამზადებს ადეპტებს და ავრცელებს თავის სწავლებას. თითოეული მასონის უწმიდესი მოვალეობაა თავისუფალ ქვისმთლელ (ფრანკმასონ) ძმათა სამეუფო ხელოვნებით ნათლით გაანათლოს მთელი სამყარო.

ყოველი მასონი, რომელიც უსიტყვო მორჩილების მოვალეობას იღებს, უსიტყვოდ, დაუფიქრებლად და ურყევად, ორდენის ინტერესების სასარგებლოდ, მზად უნდა იყოს მსხვერპლად მიიტანოს ყოველი საკუთარი ინტერესი და სიკვდილზეც კი წავიდეს მასონური იდეალებისათვის, თანაც მკაცრი საიდუმლოების ქვეშ შეინახოს ორდენისადმი ერთგულება და მისი საიდუმლო.

მასონის დევიზია: “მზად იყავ!”


6. მასონობის უახლესი ამოცანები

მასონობის უახლესი ამოცანაა – მოიხელთოს პოლიტიკური ძალაუფლება და ზეგავლენა, რათა ადვილად შეძლოს საზოგადოების გარდაქმნა ახალ საწყისებზე. “მასონობას უნდა გააჩნდეს ძალაუფლება და ის უკვე ფლობს მას, რათა ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე”, - წერს იტალიური ლოჟების დიდი მაგისტრი ძმა ლემმი (Журнал «Луч света», кн. 6, стр. 39).

თანამედროვე სახელმწიფოებში მასონობამ უნდა მოიცვას ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო. რელიგია, სახელმწიფო, პოლიტიკა, ოჯახი, სკოლა, არმია, საზოგადოებრივი წყობა, მეცნიერება, ხელოვნება, ბეჭდვითი ორგანოები (სადღეისოდ ტელე-მედიაც – მთარგმნ.), საერთაშორისო ურთიერთობები, - ეს ყველაფერი მასონობამ უნდა გადააწყოს საკუთარ ყაიდაზე.

მასონობის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების დაპყრობა მათ, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ორგანოების მეშვეობით აძლევს ფართო შესაძლებლობებს ადვილად და ქმედითად გაატაროს ცხოვრებაში მასონური პრინციპები. საფრანგეთის მთელ საგაერო და საშინაო პოლიტიკას ხელმძღვანელობს მასონობა, მას ეკუთვნის ხელისუფლების სისრულე და შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინოს საფრანგეთის ცხოვრებაზე მასონური სულისკვეთებით. არ არსებობს გადაწყვეტილება ან კანონი, არც პოლიტიკური, არც რელიგიური, რომელიც შემუშავებული არ იყოს მასონურ ლოჟებში.

მასონობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ოჯახს, განათლებას, მეცნიერებას და საზოგადოებრივ აღზრდას. ისინი ქადაგებენ საერო, არარელიგიურ განათლებას და სკოლებიდან დევნიან ღვთის სჯულის სწავლებას. იმისათვის, რათა ხელი შეუშალონ მშობლებს რელიგიურ-ზნეობრივი პრინციპებით აღზარდონ თავიანთი შვილები, სახელმწიფო ყოველივე სასკოლოს იღებს საკუთარ ხელში, ხოლო ბავშვთა აღზრდა სახლში მშობლებს შეუძლიათ მხოლოდ იმ მასწავლებლების შემწეობით, რომლებიც მოწონებულია სახელმწიფოს მიერ.

ახალგაზრდა თაობის დაპყრობა და მისგან “ახალი ჯიშის ადამიანების” – ანუ, მომავალი მასონური სახელმწიფოს მომავალ მოქალაქეთა ჩამოყალიბება, მასონობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. “თავი დაანებეთ მოხუცებს და უფროსებს, დასაქმდით ახალგაზრდობით და, თუ ეს შესაძლებელია ბავშვებითაცF”, - ასე მოძღვრავს მასონური ორდენის “მაღალი ვენტის” ძველი ინსტრუქცია.

“პირველი შთაბეჭდილება დაუვიწყარია და ამიტომაც, აუცილებელია ეს შთაბეჭდილება იყოს ჯანსაღი და შეთანხმებული თანამედროვე სამეცნიერო იდეებთან. საჭიროა ბავშვებს მივცეთ მძლავრი აღზრდა, რომელიც დაეფუძნება ზნეობრიობას, ოღონდ, რომელიც გაათავისუფლებს მათ რელიგიური იდეებისგან”, - ამბობს მასონი ფლერი.

“სახალხო განათლება უპირველეს ყოვლისა თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი საეკლესიო სულისკვეთებისგან და დოგმატიკისგან” (Конвент Великого Востока, 1909 г.).

მასონები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ სახელმწიფოში პირველდაწყებითი განათლების მონოპოლია, ყოვლისმომცველი კონტროლი დაამყარონ საშუალო განათლებაზე და უხელმძღვანელონ უმაღლეს განათლებას. საუნივერსიტეტო განათლება მასონთა ხელშია. მცირე, მაგრამ მჭიდროდ შეკრული მასონ-პროფესორთა ჯგუფს ყველაფერი ხელში ჰყავს მოქცეული: იძლევა დიპლომებს, სამეცნიერო ხარისხებს, ქმნის “სახელოვან” და “ავტორიტეტულ” მეცნიერ-მუშაკებს.

უპერსპექტივოა დამოუკიდებელი სამეცნიერო ნაშრომი, თუ ის არ შეესაბამება მასონურ პრინციპებს, მას არ ცნობს მასონ-პროფესორთა საუნივერსიტეტო არეოპაგი. ჭეშმარიტ მეცნიერებს ჩიხში ამწყვდევენ, მათ არ აძლევენ გასაქანს და ისინიც იძულებულნი არიან მიეცნენ დავიწყებას. ასე მიივიწყეს უდიდესი მეცნიერი მენდელეევი, რომელმაც გაბედა გამოსულიყო მასონთა წინააღმდეგ.

თავბრუდამხვევ წარმატებებს აღწევენ და წარმატებულ სამეცნიერო კარიერას იკეთებენ უპრინციპო ადამიანები, რომელთათვისაც მასონური პრინციპები უცილობელი აღმსარებლობაა. მეცნიერთა პოპულარობა ძირითადად იქმნება მასონური პრესის მეშვეობით დამოუკიდებლად იმისა რამდენად ნიჭიერია და მეცნიერულად კომპეტენტურია წინ წამოწეული ფავორიტი. ჩვეულებრივი რომანისტი, მაგრამ მასონი ალდანოვი ასეთი კრიტიკის მიერ გადაიქცა მსოფლიო მნიშვნელობის გენიად, ხოლო ჭეშმარიტად რუსი მწერალი კრასნოვი შეფასებულია როგორც უმნიშვნელო სიდიდე.

საშუალო, ხშირად კი უნიჭო მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები და ა. შ. კეთილმოსურნე კრიტიკის პროტექციით, იხვეჭენ პოპულარობის გვირგვინებსა და უზარმაზარ თანხებს, ხოლო ყველასგან მივიწყებული ნამდვილი ტალანტები და უკიდურეს გაჭირვებაში სულს ღაფავენ. ასეთ სისტემაში მეცნიერებისა და ხელოვნების წარმომადგენლები მასონური ორდენის ნამდვილი ზილოები არიან: ისინი ემსახურებიან მათ არა შიშით, არამედ შეგნებით და ქმნიან ეროვნული სულისა და სულიერი სიმტკიცის დამანგრეველთა და გამხრწნელთა საშიშ ფალანგას.


7. მასონობის საბოლოო იდეალი

მასონობის საბოლოო მისწრაფებაა თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის საფუძველზე გააერთიანონ ყველა რასის, თემის, ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ადამიანი ერთ მსოფლიო კავშირში ასტრეის, ამ საზოგადო სიმართლისა და მიწიერი ედემის (სამოთხის) სამეფოს დასამყარებლად.

მასონური იდეალის დამყარების, ანუ ყველა ადამიანისა გაერთიანებისა და დედამიწაზე სამოთხის შექმნის გზას ეღობებიან ქრისტიანული რელიგია და ეროვნული სახელმწიფოები, რომლებიც უნდა განადგურდნენ. რელიგიური, ეროვნული და სახელმწიფოებრივი განსხვავებები უნდა გაქრეს. ბრძოლა ისტორიულ დაწესებებთან, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა ეროვნების ერთ კავშირში გაერთიანებას, არის ყოველი “მართლმორწმუნე” და თანამიმდევრული მასონის ცხოვრების აზრი და დანიშნულება.


8. მასონობა და რელიგია

პირველ პლანზე წამოწეულია ბრძოლა ქრისტიანულ რელიგიასთან და ეკლესიასთან. ამ ბრძოლას მასონები ეწევიან რელიგიური აღმსარებლობის განურჩევლობის პროპაგანდირებით, ან გამოდიან აშკარა და ღია ათეიზმის პრინციპებით. პირველ სისტემას ახორციელებენ ინგლისელი მასონები, რომლებიც ასწავლიან: “ჩვენს დროში, - ნათქვამია ანდერსონის კონსტიტუციის პირველ წიგნში, - ადამიანი თავისუფლად ირჩევს სარწმუნოებას, და მხოლოდ ერთი რელიგიაა აუცილებელი ყველასთვის: ის საყოველთაო, რომელიც ყველა ადამიანს გააერთიანებს და რომელიც ავალდებულებს ყველას იყოს კეთილის და მოვალეობის ერთგული, იყოს ღირსებისა და სინდისის მქონე ადამიანი, როგორადაც იწოდებოდეს ჩვენი აღმსარებლობა და როგორი რელიგიური დოგმატებიც უნდა განგვასხვავებდეს სხვა ადამიანებისგან”.

მეორე სისტემის მიმდევრები კი არიან რომანული მასონობის წარმომადგენლები (უმთავრესად ფრანგი მასონები), რომლებმაც აშკარა ომი გამოუცხადეს ღმერთს, ქრისტეს და ეკლესიას და რომელიც მიდის სატანის თაყვანისცემამდე. მაგრამ ინგლისელ და ფრანგ მასონებს ერთი მიზანი გააჩნიათ, დანგრეული ქრისტიანობის ადგილზე აღმართონ ახალი, ყველა ადამიანის გამაერთიანებელი სარწმუნოება. განსხვავება მხოლოდ ტაქტიკაშია: იმ დროს, როდესაც ინგლისელი მასონები აღიარებენ “რელიგიურ ცრურწმენებთან კულტურული ბრძოლის გზას”, ფრანგი მასონები აშკარად აღიარებენ უღმერთობას.

1863 წელს, ლიეჟის სტუდენტთა ყრილობაზე, მასონმა ლაფარგმა მასონობის მიზანი განსაზღვრა, როგორც “ადამიანის გამარჯვება ღმერთზე”. “ომი გამოვუცხადოთ ღმერთ! პროგრესის მთელი აზრი ამაშია! უნდა გავხვრიტოთ ზეცა, როგორც ქაღალდის ქოლგა!”.

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ანტიეკლესია, ამიტომაც ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ დავანგრიოთ ყველა ფორმის რელიგიური ზეგავლენა, რომელშიც ის ვლინდება” (ბელფორის კონგრესი, 1911 წ.).

ბელგიელი მასონი კოკი პარიზის მასონთა საერთაშორისო კონგრესზე აცხადებდა, რომ “ჩვენთვის აუცილებელია დავანგრიოთ რელიგია”, და შემდეგ, - “პროპაგანდის გზით და თვით ადმინისტრაციული აქტების მეშვეობითაც, უნდა გავჭყლიტოთ რელიგია”.

ესპანელი მასონ-რევოლუციონერი ფერრერო თავის პირველდაწყებითი სკოლების კატეხიზმოში წერს: “ღმერთი – ეს მხოლოდ ბავშვური კონცეფციაა, რომელიც გამოწვეულია შიშის გრძნობით”.

“ენერგიულად დავუჭიროთ მხარი ყოველ ადამიანს სინდისის თავისუფლებაში, მაგრამ ურყევად გამოვუცხადოთ ომი ყველა რელიგიას, რადგან ისინი კაცობრიობის ჭეშმარიტი მტრებია. საუკუნეების განმავლობაში ისინი მხოლოდ ცალკეული ადამიანებისა და ერების გახრწნას უწყობდნენ ხელს. უნდა ვიმუშაოთ, ჩვენი სწრაფი და მოხერხებული თითებით უნდა მოვქსოვოთ სავანე, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს დაფარავს ყველა რელიგიას; ასე ჩვენ მივაღწევთ მთელ მსოფლიოში სასულიერო დასისა და მათ მიერ შთანერგილი ცრურწმენების განადგუერებას” (საფრანგეთის დიდი ლოჟის კონვენტი, 1922 წ.).


9. მასონობა და ქრისტიანობა

უარყოფს რა ყველა რელიგიას, მასონობას განსაკუთრებულად სძულს ქრისტიანობა. ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში მასონობა მიდის ქრისტიანული სწავლების გაყალბების, ანუ, ქრისტიანობის ფალსიფიკაციის, ან კიდევ ქრისტიანობის აშკარა დევნის გზით. აი რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით მასონები:

“მათთვის, ვისაც არ შეუძლია უარი თქვას ქრისტეს სარწმუნოებაზე, ჩვენ დავაწესებთ, რომ ქრისტეც ქადაგებდა ბუნებისა და გონების რელიგიას. ჩვენ დავამატებთ, რომ ეს უბრალო რელიგია შერყვნილ იქნა, მაგრამ ჩვენ მისი მემკვიდრეები ვართ ფრანკმასონობის მეშვეობით და ჭეშმარიტი ქრისტიანობის ერთადერთი მიმდევრებიც. მაშინ დაგვრჩება მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა მივამატოთ სასულიერო პირებისა და მონარქთა წინააღმდეგ” (წიგნი ცვაკისადმი).

“შეგახსენებთ, რომ ქრისტიანობა და მასონობა აბსოლუტურად შეურიგებელი მხარეებია, იმდენად შეურიგებელი, რომ ერთი რომელიმეს მიმხრობა მეორესთან კავშირის გაწყვეტას ნიშნავს. ასეთ შემთხვევაში მასონის ვალია – თამამად გამოვიდეს არენაზე და აშკარად გაილაშქროს ქრისტიანობის წინააღმდეგ”.

“გალილეველის ტრიუმფი გრძელდება 20 საუკუნეა. ილუზია საკმაოდ გაიწელა. ის უნდა გაქრეს. Dღმერთი მატყუარაა. ის შეუერთდება საუკუნეების მტვერს და ინდოეთის, ეგვიპტის, საბერძნეთისა და რომის სხვა ღმერთებს, რომლებსაც ასევე უნახავთ მათ მიერ მოტყუებული არსებანი, რომლებიც პირქვედამხობილნი იწვნენ მათი საკურთხევლების წინაშე. მასონი ძმებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენთვის უცხო არ არის ცრუ ღმერთების ეს დაცემა” (დიდი აღმოსავლეთის კონვენტი, 1903 წ.).

“ძირს ჯვარცმული: შენ, რომელსაც აგერ 18 საუკუნეა მოგიდრეკია მსოფლიო შენს უღელქვეშ, შენი მეუფება დასასრულს უახლოვდება. ღმერთი საჭირო არ არის!” – ამბობს მასონი ფლერი.


10. მასონობის რელიგია და მორალი

გამოუცხადა რა ომი ღმერთს და უარყო ქრისტიანული ეკლესია და მორალი, მასონობამ შექმნა საკუთარი, ახალი ჰუმანიტარული რელიგია და ღმერთი შეცვალა კაცობრიობით. “ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია ვაღიაროთ ღმერთი, როგორც ცხოვრების მიზანი, ჩვენ შევქმენით იდეალი, რომელიც არის არა ღმერთი, არამედ კაცობრიობა” (დიდი აღმოსავლეთის კონვენტი, 1913 წ.).

“ხალხუნა – ეს ღმერთია!” – ამტკიცებს იგივე აზრს გლეხური რევოლუციის მეხოტბე, მასონი მწერალი მაქსიმ გორკი. თავისი ამ ძირითადი დებულების განვითარებით, მასონები ქადაგებენ კაცობრიობის გაღმერთების ახალ რელიგიას და ქმნიან არარელიგიურ მორალს.

“ბედნიერი ცხოვრებისთვის, - წერდა ჯერ კიდევ 1720 წელს, მასონი დ. ტოლლანდი, - მარტო სათნოებაც საკმარისია: ის თვითონ არის საკუთარი თავის ჯილდო” (Нис. Основные черты современного масонства).

“თავისუფალი ქვისმთლელის ზნეობა არანაირად არ არის შეზღუდული არც ერთი რომელიმე აღმსარებლობით, სარწმუნოებით ან ფილოსოფიური სისტემით”.

“მასონობა არ ეძებს სიკეთისა და ბოროტების, ან მოვალეობისა და სამართლიანობის საზომებს არც კაცობრივი გონების გამოვლინებებში, არც კაცობრივ შთაგონებებსა და გამოცხადებებში, რადგან თვლის, რომ მოცემულ მეცნიერებათა საფუძვლებზე ეს საზომები წარმოადგენდენ ადამიანური ბუნების მარადის ცვალებად ფუნქციათა მოქმედების შედეგებს” (ორდენის, “საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის” ორდენის საბჭოს დეკლარაცია, 1904 წ.).

“ჩვენთვის აუცილებელია გამოვიმუშაოთ მორალი, რომელიც შემძლე იქნება პაექრობა გაუწიოს რელიგიურ მორალს” (Конвент Великого Востока, 1913 г.. журнал «Луч света», кн. 6, стр. 48).

ერთ ერთ თავის ცირკულარში დიდი აღმოსავლეთის საბჭო ლოჟებს შეახსენებს, რომ მასონობას გააჩნია პრეტენზია შექმნას ახალი მორალი, რომელიც აღემატება ქრისტიანობისა და სტოიციზმის მორალს. “ეს ახალი ზნეობრიობა მდგომარეობს ალტრუიზმის ანუ, როგორც მასონებს უყვართ თქმა, სოლიდარობის ქადაგებაში” (А. А. Боровой. Современное масонство на Западе, стр. 13).


11. მასონობა და სატანიზმი

ქრისტიანობის უარყოფასა და სიძულვილში რჩება რა თანამიმდევრული, ზოგიერთი მასონი საკუთარ თავს სატანის მსახურად აცხადებს. “ჩვენ, მასონები, - ამბობს ლოჟა “ლესინგის” ალტმეისტერი ბროკლინი, - ლუციფერის მოდგმას განვეკუთვნებით”.

“სამკუთხედი (ანუ ანტიღმერთის, ეშმაკის სიმბოლო) ჩვენ გვაქვს ჯვრის ნაცვლად, ლოჟა - ეკლესიის ნაცვლად” – ღიად და ამაყად აცხადებენ თავიანთ აღმსარებლობას სატანისტი მასონები.

იტალიის დიდი აღმოსავლეთის ლოჟის ჟურნალში, მოთავსებულია ჰიმნი სატანისადმი, რომელიც მასონთა ორდენის (თავისუფალ ქვისმთლელთა ძმობის) ჭეშმარიტ არსს ააშკარავებს. “შენდამი ვღაღადებ, სატანა, ნადიმის მეფევ! ძირს მღვდელი, ძირს შენი ნაკურთხი აიაზმა და შენი ლოცვები! შენ, კი, სატანა, უკან ნუ დაიხევ! დაუღალავ მატერიაში, შენ ხარ ცოცხალი მზე, ბუნების მოვლენათა მეფე... სატანა, შენ გაიმარჯვე ღმერთზე და მის მღვდლებზე!”


12.მასონობა და ნაციონალურ-ქრისტიანული სახელმწიფოებრიობა

“მასონობა, - წერს თავის 1932 წლის 15/20 აგვისტოს ეპისტოლეში მიტროპოლიტი ანტონი, - ქრისტიანობის შეურიგებელი მტერია. ის მიზნად ისახავს ეკლესიის დანგრევას, ებრძვის ყველა რელიგიას, არყევს ეროვნულ-ქრისტიანულ სახელმწიფოებრიობას და აწყობს რევოლუციებს მთელ მსოფლიოში”.

და თუკი მასონობის პირველი და უმთავრესი ამოცანა მდგომარეობს რელიგიებთან ბრძოლაში, მეორე მისი ამოცანა არის ქრისტიანულ სახელმწიფოებრიობასთან ბრძოლა, რომელიც ისტორიულად განხოციელდა მონარქიულ წყობაში. მონარქს, რომელიც ერის გარკვეულ რელიგიურ თვითშეგნებას ეყრდნობა, მასონთა აზრით, იცხოვროს მსოფლიოში, სხვა ხალხებთან ერთად თანაცხოვრება არ შეუძლია. მასონობას შეუძლია შეურიგდეს, თანაც დროებით, მონარქის შეზღუდულ ძალაუფლებას. სახელმწიფოს მოწყობის მასონური იდეალია – რესპუბლიკა. დემოკრატიის იდეა, რომელმაც გარკვეული გამოხატულება ჰპოვა ინგლისელი მასონის ლოკკის სწავლებაში, შემდგომში დამუშავდა ფრანგ “განმანათლებლებთან” – 1789 წლის რევოლუციის იდეოლოგებთან, რომლებიც, როგორც ეს ზუსტად ცნობილია, ყველანი მიეკუთვნებოდნენ მასონობას. მასონები, ვოლტერი, დიდრო, მონტესკიე და ბოლოს ჟან ჟაკ რუსო გამოცდილებით ამტკიცებდნენ დემოკრატიულ იდეას და თავიანთი მუშაობით შექმნეს მსოფლიო დემოკრატიული მოძრაობა. ცნობილი ფორმულა: თავისუფლება, ძმობა, თანასწორობა, - პოლიტიკური თვითნებობის ქარტია, - წმინდად მასონური ქმნილებაა.

“ადამიანის უფლებათა დეკლარაცია” – მასონური გონების ნახელავია. ის შეადგინეს მასონებმა ტომას ჯეფერსონმა და ფრანკლინმა (შემდგმში ორივე აშშ-ს პრეზიდენტი გახდა) და გამოაცხადეს კოლონიის კონგრესზე ფილადელფიაში 1776 წელს.

სახალხო მმართველობის, ანუ ე. წ. ხალხის სუვერენიტეტის იდეა და ხელისუფლების საკანონმდებლო, სააღმასრულებლო და სასამართლო ნაწილებად გაყოფის იდეა, - ასევე მასონური ლოჟების გამონაგონია და ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში.

ამჯერად, დემოკრატიის იდეა განვლილი ეტაპია. დღეს მასონობა ცდილობს შექმნას საკუთარი სახელმწიფო, სადაც ეროვნული სახელმწიფოები, როგორც მასონური ინტერნაციონალის ხელისშემშლელი ფაქტორი, გაუქმებულ უნდა იქნას...

“სახელმწიფო ძალაუფლების მატარებლები – მასონების მტრებია, რადგან სახელმწიფოებრივი ძალაუფლება – უფრო საშინელი ტირანია, ვიდრე ეკლესია” ((«Акация», 1903. Журнал «Луч света», кн. 6, стр. 54).

იმისათვის, რათა გაანადგუროს ეს ტირანი და საკუთარ ნებას დამოჩილოს, მასონობა ეძებს მოკავშირეებს და შემწეებს ეკლესიისა და სახელმწიგოს აშკარა მტრებს შორის და პოულობს მათ სოციალიზმისა და კომუნიზმის სახით

13. მასონობა, სოციალიზმი, კომუნიზმი და ინტერნაციონალური რევოლუცია

მასონობასა და სოციალისტურ ინტერნაციონალს შორის არსებობს შინაგანი სულიერი კავშირი და ურთიერთმხარდაჭერა. სოციალიზმის სულიერი დედა მასონობაა, რადგანაც, როგორც ერთის, ასევე მეორის შემქმნელები 31-ე საფეხურის მასონები, კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი იყვნენ.

"სოციალიზმის გამარჯვება გარდაუვალია, და მასონობას სათავეში ამ მოძრაობის სათავეში დგომა მართებს და არა უკან ჩანჩალი" ("Акация". 1903 წ.). "მხოლოდ მთელი მასშტაბურობით გამოყენებულ სოციალიზმშია სოციალური საკითხების გასაღები. ჩვენ მას მსოფლიო მასონობის სოლიდარობის იდეის ლოგიკურ დასრულებად მივიჩნევთ", - ამბობს ძმა ბეგარიდი.

მასონობის მიზნების პროგრამაში შედის სოციალისტური რევოლუცია. "მასონობამ, რომელმაც 1789 წლის პოლიტიკური რევოლუცია მოამზადა, დღეს სოციალური რევოლუცია უნდა მოამზადოს. მასონები ვალდებულნი არიან ხელიხელჩაკიდებულნი იარებოდნენ პროლეტარიატთან ერთად. პირველთა მხარესაა ინტელექტუალური ძალები და შემოქმედებითი უნარები, მეორეს კი რიცხობრივი უპირატესობა და გამანადგურებელი პოტენციალი გააჩნია. მათი ერთობა განახორციელებს სოციალისტურ რევოლუციას" (მასონური ჟურნალი. "Акация", 1910 г.).

"იმ დღიდან, რა დღიდანაც პროლეტარიატისა და მასონობის კავშირი შედუღაბდება, ჩვენ გავხდებით უძლეველი არმია", - აცხადებს მასონური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 1910 წელს ბრიუსელში გაიმართა.

მასონური მოღვაწეები, ეფარებიან რა დემოკრატიულ პრინციპებს - თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას, - არა მარტო არ უკადრისობენ კომუნისტებთან კავშირს, არამედ რჩევასაც კი იძლევიან გამოიყენონ მათი მიღწევები თავიანთი დაფარული მიზნების განსახორციელებლად. ასე, მაგალითად, საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის კონვენტზე, 1902 წელს, ძმა დელპაშმა შეკრებილ მასონურ მოუწოდა არ შეშინებულიყო კომუნისტური დოქტრინებით. "არ უნდა დაგვავიწყდეს, - ამბობდა ის, - რომ მასონობამ უკვე დიდი ხანია შექმნა ე. წ. პირველი ბლოკი, რომ ჩვენს შორის არის ყველა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა გარდამავალ საფეხურებს უბრალო რესპუბლიკელებიდან რადიკალ-სოციალისტებამდე და კოლექტივისტებამდე" (А. Виктуринов. Масоны-коммунисты, журнал «Двуглавый Орел», 1928 г., № 15, стр. 39.)

"ჩვენ გავიმარჯვებთ მხოლოდ მემარცხენეებთან კავშირის წყალობით, რომლის უმთავრესი ბირთვი ლოჟა იქნება. ჩვენ უნდა დავაჯგუფოთ ყველა რესპუბლიკელი და თვით კომუნისტებთან კავშირში გამოვიმუშავოთ პროგრამა" (Конвент Великого Востока). მასონობამ უნდა შემოიკრიბოს რაციონალისტები, პოზიტივისტები, მატერიალისტები, სოციალისტები, კომუნისტები და მართოს მათი გამანადგურებელი ძალა.

ყველა ამ ანტიქრისტეანულ და ანტიეროვნულ ძალთა კავშირი შექმნის მსოფლიო რევოლუციის კადრებს და მოაახლოვებს მასონური იდეალებისა და პრინციპების გამარჯვებას.

"მასონობა, რომელსაც უნდა უმადლოდეს ისტორია ნაციონალურ რევოლუციებს, შეძლებს მოახდინოს უდიდესი ე. წ. ინტერნაციონალური რევოლუცია" (Бюллетень Великой Ложи, 1922 г.). "მომავალი ინტერნაციონალური რევოლუცია მასონობის ქმნილება იქნება" (Конвент Великой Ложи, 1922 г.). ამ "ინტერნაციონალური რევოლუციის" შედეგად კი, - რომელიც მასონთა მონდომებით, ყოველდღიურად ახლოვდება, - მივიღებთ ზესახელმწიფოს, - მასონური ოცნების უკანასკნელ მიზანს.


14. ზესახელმწიფო, როგორც მასონობის უზენაესი იდეალი

მასონობა მიისწრაფვის ყოველივე ძველის და ყველა არსებული საფუძვლის დანგრევას და წარსულის ნანგრევებზე ახალი, მასონური სამეფოს აშენებას. მასონობა ქადაგებს, რომ სურს შექმნას საერთაშორისო მოძრაობა, რომლის შედეგი იქნება მარადიული მშვიდობა და თავისუფლების იდეალების ზეიმი, რომელიც მოიტანს თანასწორობასა და ძმობას ერთა შორის.

1917 წლის ივნისში მოკავშირე და ნეიტრალური ქვეყნების მასონობამ პარიზში მოიწვია ყრილობა, რომლის ერთ ერთი უმთავრესი ამოცანა, მისი თავმჯდომარის, კარნოს, თქმით, იყო: "ევროპის შეერთებული შტატების მომზადება, ზენაციონალური ხელისუფლების შექმნა, რომლის ამონაცა იქნება ერებს შორის კონფლიქტების აღმოფხვრა. მშვიდობის ამ კონცეფციის პროპაგანდისა და საყოველთაო კეთილდღეობის აგენტი კი მასონობა იქნება" (Н. К. Я. Соединенные Штаты Европы, журнал «Двуглавый Орел», 1929 г., № 35, стр. 1687–1688).

1927 წელს "შერეული მასონობის" კონვენტმა განაცხადა: "აუცილებელია ყველგან და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში, ქადაგებით, წერილობით და საქმით მასებს შთავაგონოთ მშვიდობის სული, რომელიც აუცილებელია ევროპის შეერთებული შტატების შესაქმნელად".

მასონობის მთელი მუშაობა და პროპაგანდა უმთავრესად მიმართულია ქრისტეანული კულტურის დანგრევისა და მასონური მსოფლიოთი მისი შეცვლისაკენ, რომელიც მატერიალიზმსა და ათეიზმს (უფრო კი ოკულტიზმს - მთარგმნ.) დაფუძნება.

ათეიზმიდა კოსმოპოლიტიზმი - მასონური საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპებია. მასონთა პირველ ინტერნაციონალურ კონგრესზე, რომელიც 1889 წელს პარიზში გაიმართა და 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის მეასე წლისთავს მიეძღვნა, ძმა ფრანკოლინმა, დიდი აღმოსავლეთის საზეიმო ორატორმა, განაცხადა: "დადგება დღე, როდესაც ერები, რომლებსაც არც XVIII საუკუნე ჰქონიათ და არც 1789 წელი (იგულისხმება ამ საუკუნეში მომხდარი რევოლუციები - მთარგმნ.), გადაიგდებენ მონარქიისა და ეკლესიის უღელს. ეს დღე შორს როდია. ეს არის დღე, რომელსაც ასე ველოდებით და ის ქვეყნებისა და ხალხების საყოველთაო მასონურ ძმობას მოგვიტანს. ეს არის მომავლის იდეალი. ჩვენი საქმეა ამ საყოველთაო მსოფლიო ძმობის დაჩქარება".

ამავე კონგრესმა გამოთქვა შემდეგი გარდაუვალი პოზიცია: "მიზანი, რომლისკენაც ისწრაფვის ყველა მასონი, ეს არის ათეისტური რესპუბლიკა".


15. მასონობის ისტორია

თანამედროვე მასონობის სამშობლო - ინგლისია. 1648 წელს ინგსლიში მოხდა რევოლუცია, რომელიც მიმდინარეობდა სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ და რომელიც ძალიან მალე პოლიტიკური თავისუფლებისათვის ბრძოლაში გადაიზარდა. ინდეპენდენტები (დამოუკიდებელნი) კრომველის მეთაურობით იწყებენ შეიარაღებულ ბრძოლას სამეფო ხელისუფლებასთან. ინგლისის რევოლუციაში მასონობა წარმოადგენდა უმთავრეს და მამოძრავებელ ძალას. შეიარაღებული ბრძოლა დამთავრდა მეფე კარლოს I მკვლელობით, კათოლიკეებისა და სამეფო ხელისუფლების მომხრეთა დამარცხებით. პროტესტანტებმა და კონსტიტუციონალისტებმა გაიმარჯვეს.

1688 წელს მოხდა მეორე რევოლუცია. სტიუარტების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, იაკობ II იძულებული გახდა უაერი ეთქვა სამეფო ტახტზე და თავისი ადგილი ვილჰელმ III ორანელისთვის დაეთმო, რომელმაც სამეფო გვირგვინი მასონებისგან მიიღო, ერთგულება აღუთქვა თავისუფლების მასონურ ქარტიას და თავისუფალ ქვისმთლელთა ყურმოჭრილი მონა გახდა. 1717 წელს შედგა ყველა ინგლისური მასონური ლოჟის შეკრება, სადაც ჩამოყალიბდა ინგლისის დიდი ლოჟა. ლონდონი გახდა ცენტრი, საიდანაც "მასონური სწავლების ნათელი" მთელს მსოფლიოს მოედო.


16. მასონობა რუსეთში

ინგლისის რევოლუციის დროიდან მასონობა რუსეთშიც შემოდის. ინგლისის დევნილი მეფის, იაკობ II მომხრეები, ე. წ. იაკობიტი-მასონები, რუსეთშიც გამოჩნდნენ, სადაც მეფე ალექსი მიხეილის ძის კარზე თბილად მიიღეს. მაგრამ მასონ-იაკობიტთა გარდა მოსკოვის სახელმწიფოში მეფე ვილჰელმ III ორანელის მომხრეებიც გამოჩნდნენ. ამ ინგლისელმა და შოტლანდიელმა ემიგრანტებმა მოსკოვში დააფუძნეს გერმანული გარეუბანი, რომელიც მასონობის მძლავრი ლაბორატორია გახდა.

მასონური გადმოცემით, პირველი ლოჟა მოსკოვში დაარსდა ჯერ კიდევ მეფე ალექსი მიხეილის მეფობის დროს, თანაც "ბრიუსი იყო ამ ლოჟის დიდი ოსტატი". გრაფი ბრიუსი, გადამოცემით, ერთ ერთი მაღალჩინოსანი მასონი გახლდათ, რომელიც ღრმად შეიჭრა მასონურ ორდენში და ნაყოფიერ მუშაობასაც ეწეოდა ამ მიმართულებით.

მოსკოვში შემოსვლის შემდეგ მასონობა საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევს. უცხოელები თავიანთ ლოჟებში აწევრიანებენ ცნობილ ადამიანებს და მასონურ ლოჟებს ამრავლებენ. პეტრე I სიკვდილიდან ექვსი წლის შემდეგ (გარდ. 1725 წ.) ლონდონის დიდი ლოჟის დიდოსტატი ლორდ ლოველი კაპიტან ჯონლი ფილიპს მთელი რუსეთის პროვინციალურ დიდოსტატად ნიშნავს. მასონობა რუსეთში ღებულობს მტკიცე და მაყარ ორგანიზაციულ ფორმას.


17. რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის განხეთქილება

რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის განხეთქილება ინგლისის რევოლუციას ემთხვევა. სრულიად ობიექტურად უნდა ვაღიაროთ, რომ განხეთქილების ჭეშმარიტი მიზეზები დღემდე სრულიად გამორკვეული არ არის. განხეთქილების მიზეზს ეძებენ საღვთისმსახურებო წიგნების გასწორების საქმეში, რადგან, როგორც ამბობენ, დროთა განმავლობაში ამ წიგნებში, გადამწერთა შეცდომის წყალობით დამკვიდრებულა სხვადასხვა სახის მრავალი შეცდომა. მაგრამ სინამდვილეში, საუკუნეთა განმავლობაში ერთი და მონოლითურად შეკრული რუსული ეკლესიის განხეთქილების მიზეზი გამოურკვეველი და ბნელია. შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ განხეთქილება მასონთა ინტრიგების შედეგად მოხდა, რომლებმაც ამ მიზნებისთვის გამოიყენეს იეზუიტები, კათოლიკეები და პროტესტანტები.

ერთი რამ უეჭველია, - განხეთქილების გაღრმავებას ხელი შეუწყვეს კიეველმა მეცნიერებმა, რომლებიც იმხანად კათოლიციზმითა და პროტესტანტიზმით იყვნენ მოწყლულები, ასევე წამყვანმა რუსმა ადამიანებმა, რომლებიც მასონების მიერ იყვნენ დამუშავებულნი და ამ დროისთვის დიდ თანამდებობებსა და ზეგავლენას ფლობდნენ მოსკოვის სახელმწიფოში. პატრიარქი ნიკონი ბნელმა ძალებმა გამოიყენეს მართლმადიდებელი სამწყსოს გასახრწნელად და დასაფანტად, ასევე თავისი თანამოძმე მართლმადიდებლების სადევნად, რომლებიც არ ურიგდებოდნენ იმას, რომ უცხო და დაუპატიჟებელი "რეფორმატორები" ანგრევდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და წმიდათაწმიდა სიძველეებს დევნიდნენ.

გაიმარჯვა მასონურმა პრინციპმა - "დაჰყავი და იბატონე". ერთი, მთლიანი და მონოლითური მართლმადიდებლური სამწყსო დაიფანტა. დაიწყო "რასკოლნიკების" ფიზიკური განადგურება ცეცხლითა და მახვილით. ძალადობამ წინააღმდეგობა და სარწმუნოებისთვის თავდადების მხურვალე სურვილი გამოიწვია, რის გამოც "რეფორმატორთა" ინკვიზიციას ასი ათასობით მართლმადიდებელი ქრისტეანი შეეწირა, მილიონობით ადამიანი საკუთარი კერიიდან უცხო ქვეყნებში გაიხიზნა.

ურთიერთ გაუგებრობისა და დაბრმავების ატმოსფეროში ერთი, მართლმადიდებელი ეკლესია ორ შეურიგებელ და მტრულ ბანაკად დაიყო, რომელთა შორისაც, მესამე ძალის სასიხარულოდ, დაუოკებელი შუღლი ჩამოვარდა.

მართლმადიდებელი ეკლესიის განხეთქილებამ ხელ-ფეხი გაუხსნა კათოლიკეებსა და პროტესტანტებს მართლმადიდებლობასთან ბრძოლისა და საკუთარი იდეების გადაგების საქმეში. ინგლისური რევოლუციის იდეები და ამ რევოლუციის მონაწილე მასონები, რომლებმაც თბილად მოიკალათეს რუსეთის გულში, მის დედაქალაქ მოსკოვში, ხელი შეუწყვეს განხეთქილების კიდევ უფრო გაღრმავებას და მართლმადიდებელი ეკლესიის მომდევნო დაშლას.

No comments:

Post a Comment